22 ოქტომბერს თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტს

22 ოქტომბერს თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტს ესტუმრნენ ჩინეთის სოციალური მეცნიერებების აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი და დირექტორები. მოეწყო დისკუსია - მრგვალი მაგიდა ერთი გზა ერთი სარტყელის საკითხებზე, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორები, ჩინური კომპანიების წარმომადგენლები და სხვა საკითხით დაინტერესებული პირები.

მხარეების მიერ დაისახა თანამშრომლობის გზები და ხედვები, შეთანხმდნენ საერთო კვლევების განხორციელებაზე.