კაპიტალის ბაზრის სამართლის განვითარების პერსპექტივა საქართველოში

 

თბილისის ღია უნივერსიტეტში არსებული სამართლისა და ეკონომიკის ცენტრის ორგანიზებით და თიბისი ბანკის მხარდაჭერით, გაიმართა მორიგი ფორუმი თემაზე ,,კაპიტალის ბაზრის სამართლის განვითარების პერსპექტივა საქართველოში"  რომელიც მიზნად ისახავდა  მსჯელობას პრაქტიკოსი იურისტების, პროფესორების, ეკონომისტების და დარგით დაინტერესებული პირების მიერ კაპიტალის ბაზრის სამართლის განვითარების პერსპექტივაზე საქართველოში, ამ სფეროში არსებულ ხარვეზებზე, პრობლემებსა და აქტუალურ ეკონომიკურ-სამართლებრივ საკითხებზე.

კაპიტალის ბაზრის სამართლის პრობლემატურ საკითხებზე კომპლექსური მსჯელობაში აქტიურ მონაწილეობა მიიღეს და მხარდაჭერა განახორციელეს „თიბისი ბანკმა“, „თიბისი კაპიტალმა“ ,,Galt & Taggart", იურიდიუალმა კომპანია BLC", ,,იურიდიულმა კომპანია MKD", ,,იურიდიულმა კომპანია ნოდია-ურუმაშვილი". ასევე ღონისძიებაში ჩართულნი იყვნენ საქართველოს ეროვნული ბანკის, საფონდობირჟის, პარლამენტის, იუსტიციის სამინისტროს, სასამართლო სისტემის, სხვა იურიდიული ფირმების და აკადემიური დაწესებულების წარმომადგენლები და სტუდენტები.

აღნიშნული ფორუმი საფუძველს ჩაუყრის კაპიტალის ბაზრის, ფასიანი ქაღალდების 
სამართლის სფეროში ინტერდისციპლინურ კვლევას, რაშიც აქტიურად ჩაერთვება 
საბანკო სექტორი, ფინანსური ინსტიტუტები, გარედაფინანსებით დაინტერესბული 
კერძო კომპანიები, საქართველოს თუ საზღვარგარეთის ქვეყნების საგანმანათლებლო 
და კველევითი დაწესებულებები.