ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენელთა საინფორმაციო შეხვედრა

ადვოკატთა ასოციაციის საგანმანათლებლო საბჭოს თავმჯდომარემ, ადვოკატმა ირაკლი ყანდაშვილმა 04 დეკემბერს საინფორმაციო შეხვედრა გამართა თბილისის ღია უნივერსიტეტის სამართლის სკოლის წარმომადგენლებთან და სტუდენტებთან.

საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში ირაკლი ყანდაშვილმა ისაუბრა „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებების შედეგად, ადვოკატის პროფესიაში შესვლის სტაჟირების ახალ რეგულაციებთან დაკავშირებით, რომელიც ძალაში შევა 2019 წლის 1 იანვრიდან.