“Rustaveli-DAAD”-ის ერთობლივი სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი შემაჯამებელი საპოსტერო ხასიათის კონფერენცია.

27 დეკემბერს, თბილისის ღია უნივერსიტეტში, ჩატარდა “Rustaveli-DAAD”-ის ერთობლივი სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი შემაჯამებელი საპოსტერო ხასიათის კონფერენცია.
მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ: სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი - ბატონი ზვიად გაბისონია, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე - ქალბატონი ირინა აბულაძე, გერმანიის საელჩოს ატაშე ეკონომიკის მიმართულებით - ბატონი ტომას შოლი, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის თბილისის საინფორმაციო ოფისის უფროსი - ბატონი გებჰარდ როილი, გამარჯვებულ აპლიკანტთა უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რექტორები, ფონდის გრანტიორები და სხვა.