თბილისის ღია  უნივერსიტეტის ადმინისტრაციული პერსონალის  წარმატება!

თბილისის ღია  უნივერსიტეტის ადმინისტრაციული პერსონალის  წარმატება!

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით უნივერსიტეტის  რექტორი, პროფესორი ნოდარ პაპუკაშვილი,  დაინიშნა  განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სააპელაციო საბჭოს თავმჯდომარედ.

უნივერსიტეტის  ვიცე-რექტორი, ასოცირებული პროფესორი გიორგი ამილახვარი, დაინიშნა უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ.

უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანი, პროფესორი ქეთევან ცხდაძე, დაინიშნა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრად.  

თბილისის ღია უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ულოცავს მათ ამ მნიშვნელოვან   წარმატებას და უსურვებს განათლების ხარისხის ამაღლების მნიშვნელოვან საქმეში თავისი ღირსეული წვლილის შეტანას.