085

2020-02-24

0%-იანი გრანტი ეროვნულებზე = 100%-იან სტუდენტურ გრანტს!

რა არის სტუდენტური გრანტი?

სტუდენტური გრანტი არის დაფინანსება თბილისის ღია უნივერსიტეტის მომავალი სტუდენტებისთვის.  

100%-იანი სტუდენტური გრანტით სტუდენტს 1 წლის განმავლობაში სრულად უფინანსდება საგრანტო საგანში მომზადება ღია უნივერსიტეტის ბაზაზე, იმისთვის რომ გადააბაროს საგრანტო საგანი და მოიპოვოს სახელმწიფო გრანტი მომდევნო წლისთვის.   

როგორ მოვითხოვო სტუდენტური გრანტი?

სტუდენტურ გრანტის მოთხოვნისთვის საჭიროა წინასწარი ელექტრონული რეგისტრაცია.  

ყველა აბიტურიენტს შეუძლია წინასწარი ელექტრონული რეგისტრაცია გაიოროს ბმულზე https://tou.edu.ge/studenturigranti

 წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე, სტუდენტი რომელიც ვერ მიიღებს სახელმწიფო გრანტს, მასზე ავტომატურად გააქტიურდება 100%-იანი სტუდენტური გრანტი, რომლის მეშვეობით უკვე ღია უნივერსიტეტის სტუდენტი სტუდენტობის პირველ კურსზე სრული დაფინანსებით მოემზადება 1 წლის განმავლობაში საგრანტო საგანში, იმისთვის რომ მოიპოვოს სახელმწიფო გრანტი მომდევნო წელს.  

 ვის შეუძლია მიიღოს სტუდენტური გრანტი?

სტუდენტური 100%-იანი გრანტი განკუთვნილია მხოლოდ იმ აბიტურიენტებისთვის რომლებიც გახდებიან თბილისის ღია უნივერსიტეტის სტუდენტები!

 რატომ გადავწყვიტეთ სტუდენტური გრანტების გაცემა?  

ღია უნივერსიტეტი პასუხისმგებლობას იღებს ყველა ახალგაზრდაზე, რომელიც შემოაღებს ჩვენს კარს და გახდება ღია უნივერსიტეტის სტუდენტი!

შესაბამისად ყველა გამოწვევა რომელიც აქვს ჩვენს სტუდენტს ჩვენი პირადი გამოწვევაა!

ქართულ საგანამანათლებლო სისტემის, ეროვნული გამოცდების შედეგებსა და სახელმწიფო გრანტის განაწილების სტრუქტურაზე დაკვირვებით სკოლის დამთავრების შემდეგ მოსწავლეთა უმრავლესობა არ არის მზად უმაღლესი განათლების მისაღებად. ეს ძირითადად გარემო ფაქტორებითაა განპირობებული და უმთავრეს პრობლემას ეკონომიკური ფაქტორები წარმოადგენს.

აბიტურიენტებისთვის ეროვნული გამოცდებისთვის მომზადება დიდ ფინანსურ რესურსებთან არის დაკავშირებული, შესაბამისად სახელმწიფო გრანტის მოპოვებაც რთულდება.

 მსოფლიო გამოცდილება აჩვენებს ადამიანის შესაძლებლობები სრულად არ შეიძლება შეფასდეს ერთი კონკრეტული გამოცდით. სწორედ ეს არის მთავარი ამოსავალი წერტილი, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ყველა აბიტურიენტში არის რესურსი და ეს რესურსი სათანადო გარემოში აუცილებლად განვითარდება ძალიან მიმზიდველ პროფესიონალად თანამედროვე შრომის ბაზრისთვის.

  ღია უნივერსიტეტის სტუდენტური გრანტი შეიქმნა იმისთვის რომ ყველა აბიტურიენტისთვის განათლება იყოს ხელმისაწვდომი და ამ განათლების პროცესში მათ ჰქონდეთ სრული მხარდაჭერა ყველა გამოწვევაში! 

 გაიარე წინასწარი რეგისტრაცია და მოითხოვე სტუდენტური გრანტი ახლავე :

https://tou.edu.ge/studenturigranti