085

2020-09-09

აკადემიური რეგისტრაცია!

მოგეხსენებათ, პრემიერ მინისტრის განკარგულებით სასწავლო პროცესი უმაღლეს სასწავლებლებში 1-ელ ოქტომბრამდე გადაიდო.

აღნიშნულის გათვალისწინებით, წარმოგიდგენთ პირველკურსელთა აკადემიური რეგისტრაციის განახლებულ განრიგს.

აკადემიური რეგისტრაცია პირველკურსელთათვის გაიმართება სახელმწიფოს მიერ გაცემული რეკომენდაციების სრული დაცვით.

პირველკურსელთა აკადემიური რეგისტრაცია 21, 22, 23 სექტემბერს გაიმართება ღია უნივერსიტეტში წინასწარ განსაზღვრული განრიგით.

იხილეთ განრიგი და რეგისტრაციაზე გამოცხადდით მხოლოდ და მხოლოდ თქვენთვის მითითებულ დროს! რასაკვირველია აუცილებლად იქონიეთ პირბადე.

ბიზნესის ადმინისტრირება - I კურსი

ჟურნალისტიკა - I კურსი

ტურიზმი - I კურსი

საერთაშორისო ურთიერთობები - I კურსი

სამართალმცოდნეობა - I კურსი

ინგლისური ფილოლოგია - I კურსი

მაღალკურსელებისთვის ( მე-2, მე-3, მე-4 კურსი ) აკადემიური რეგისტრაცია გაიმართება დისტანციურად (ონლაინში) 16, 17 სექტემბერს!

მაღალკურსელებმა იხილეთ დეტალური ინსტრუქცია ბმულზე :

მე-2, მე-3 და მე- 4 კურსის ონლაინ აკადემიური რეგისტრაციის ინსტრუქცია