2020-10-13
ანაზღაურებადი სტაჟირება ღია უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის!
თუ ხარ მე-2 ან მე-3 კურსზე და ფიქრობ რომ კარიერული განვითარების დროა _ ეს შენთვისაა!
- საქმიანობის სფერო _ მარკეტინგი, სატელეფონო კომუნიკაცია აბიტურიენტებთან
- გამოცდილება _ არ გეკითხებით, ჩვენთან მიიღებ გამოცდილებას
- გრაფიკი _ სტუდენტური
- გუნდი და გარემო _ ახალგაზრდა და ენერგიული
- სამუშაო ადგილი _ შენი საყვარელი უნივერსიტეტი
წლის განმავლობაში სტაჟირების პროგრამას გაივლის 40 სტუდენტი!
სტაჟირების პროგრამის ხანგრძლივობაა 2 თვე!
თუ გინდა შემოგვიერთდე:
- 15 ოქტომბრამდე გამოგზავნე სამოტივაციო წერილი იმეილზე [email protected]
- წერილში მოკლედ აღწერე რატომ გსურს შემოგვიერთდე; დაწერე შენი სახელი, გვარი და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი.
_ ველოდებით შენს წერილს!
_ ჩვენ მალევე დაგირეკავთ და ჩავნიშნავთ გასაუბრებას!
სტაჟირების პროგრამით შენ მიიღებ:
- პროფესიონალ გუნდთან მუშაობის გამოცდილებას _ ჩვენი მიზანია კომუნიკაციის ხელოვნებას გაზიაროთ
- სტუდენტურ ანაზღაურებას _ კარგი გემო აქვს 😊
- სტაჟირების ოფიციალურ სერტიფიკატს _ მნიშვნელოვანი დოკუმენტია
- საკუთარი პოტენციალის განვითარებას _ რომელიც შენშია და უსაზღვროა