085

2020-02-27

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,კონსტიტუციის 42-ე მუხლის" ანგარიში

27 თებერვალს თბილისის ღია უნივერსიტეტში არასამთავრობო ორგანიზაცია ,,კონსტიტუციის 42-ე მუხლმა” წარადგინა ანგარიში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და გაეროს სახელშეკრულებო ორგანოების გადაწყვეტილებების აღსრულების თაობაზე.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ორგანოების წარმომადგენლები, სახელმწიფო ინსპექტორი, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.