085

2018-02-13

ჩინური ახალი წლის ღონისძიება გაიმართა

თბილისის ღია უნივერსიტეტში, კონფუცის კლასის ორგანიზებით, ჩინური ახალი წლის ღონისძიება გაიმართა. გაზაფხულის ფესტივალი- 2018 საზეიმოდ გაიხსნა და მას თბილისის ღია უნივერსიტეტის პარტნიორი უმაღლესი სასწავლებლებისა და სკოლების წარმომადგენლები დაესწრნენ. სხვადასხვა კულტურული აქტივობით დატვირთული ღონისძიება გათამაშებასა და ჩინური კერძების დეგუსტაციასაც მოიცავდა. ახალი 2018 წლის მიზნები ასე ჟღერს: გავეცნოთ ჩინურ კულტურას, ვიმხიარულოთ და შევინარჩუნოთ ახალგაზრდული სული. თბილისის ღია უნივერსიტეტში მოქმედი კონფუცის კლასი ნებისმიერ დაინტერესებულ სტუდენტს საშუალებას აძლევს უფასოდ შეისწავლონ ჩინური ენა და მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა გაცვლით პროგრამაში. თბილისის ღია უნივერსიტეტი მსოფლიოს 120 ქვეყნის 1000-ზე მეტ უნივერსიტეტში წარმოდგენილი კონფუცის ინსტიტუტების გლობალური ქსელის წევრია.