085

2021-04-16

დამოუკიდებელი ინსპექტორის სპეციალური ლექცია ღია უნივერსიტეტში

15 აპრილს თბილისის ღია უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტებისათვის მოწვეულმა სტუმარმა, დამოუკიდებელმა ინსპექტორმა, ზურაბ აზნაურაშვილმა წაიკითხა სპეციალური ლექცია თემაზე: „დამოუკიდებელი ინსპექტორის როლი მოსამართლეთა დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის პროცესში“.

შეხვედრაზე განხილული იყო შემდეგი საკითხები

  • დისციპლინური სამართალწარმოების ზოგადი მიმოხილვა - მესამე და მეოთხე ტალღის რეფორმების ფარგლებში განხორციელებული ცვლილებები;
  • დისციპლინური სამართალწარმოების ეტაპები, გადაცდომის და სახდელის სახეები;
  • არსებული პრაქტიკის მიმოხილვა და სტატისტიკური ინფორმაცია.

დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახური საქართველოში მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინურ სამართალწარმოებაზე პასუხისმგებელი ორგანოა. 2017 წლის 8 თებერვალს „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილების შედეგად, საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში დაინერგა დამოუკიდებელი ინსპექტორის ინსტიტუტი, რომელსაც მიენიჭა საქართველოს იუსტიციის საბჭოსგან დამოუკიდებლად, მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების დაწყებისა და დისციპლინური საქმის წინასწარ შემოწმება/გამოკვლევის უფლებამოსილება.