085

2018-04-18

ეკატერინე ბაბუნაშვილის საჯარო ლექცია

თბილისის ღია უნივერსიტეტში ეკატერინე ბაბუნაშვილის საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე- „ემოციური ინტელექტი ლიდერობაში.“ ემოციური ინტელექტი ლიდერისთვის საკვანძო კომპეტენციას წარმოადგენს, ვინაიდან წარმატების 80%-ს სწორედ ემოციური ინტელექტის დონე განაპირობებს. ემოციების მართვის უნარი მნიშვნელოვან როლს თამაშობს მოლაპარაკებების პროცესში, გუნდური მუშაობის დროს და კონფლიქტურ სიტუაციებთან გამკლავების უნარს მნიშვნელოვნად ამაღლებს. როგორია მაღალი ემოციური ინტელექტის მქონე ადამიანი და რითი დავიწყოთ ემოციური ინტელექტის განვითარება? – ეკატერინე ბაბუნაშვილმა საჯარო ლექციაზე ამ და სხვა შეკითხვებს უპასუხა. ეკატერინე ბაბუნაშვილი სერტიფიცირებული ქოუჩი და საერთაშორისო გამოცდილების მქონე ბიზნეს ტრენერია (Erickson International, ICBT, ICP Centre), ქოუჩინგის საერთაშორისო ფედერაციის წევრი (ICF), DISC-ის ლიცენზირებული სპეციალისტი (Thomas International), ფასილიტატორი, სპიკერი. მოღვაწეობდა ყაზახეთში, ატარებს ტრენინგებს უკრაინაში.