085

2019-11-29

გასვლითი ლექცია დიპლომატიურ სასწავლო და კვლევით ინსტიტუტში!

28 ნოემბერს, საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო და კვლევით ინსტიტუტში თბილისის ღია უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის გასვლითი ლექცია - „რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი“ გაიმართა, რომელსაც გაუძღვა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ქეთევან ჭუმბაძე.

ლექციაზე სტუდენტებს მიეწოდათ დეტალური ინფორმაცია კონფლიქტების ისტორიაზე და მიმდინარე პროცესებზე, რომლებსაც ადგილი აქვს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში და საოკუპაციო ხაზთან, ასევე იმ ძალისხმევაზე, რომლებსაც ქართული მხარე მიმართავს საერთაშორისო ასპარეზზე - კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების მიზნით.