085

2019-12-16

გასვლითი ლექცია საერთაშორისო ურთიერთობათა პროგრამის სტუდენტებისთვის!

თბილისის ღია უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა პროგრამის სტუდენტებისათვის საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში გასვლითი ლექცია გაიმართა.

ლექციაზე ცენტრისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა სტუდენტებს მიაწოდეს ინფორმაცია როგორც ცენტრის საქმიანობასა და პრიორიტეტებზე, ასევე საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში საზოგადოების ინფორმირებისა და მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.

ლექციის ძირითადი ნაწილი დაეთმო საკითხებს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტერგაციის პროცესების შესახებ.