085

2019-04-12

,,ღია მმართველობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში" გამართული რიგით მესამე კონფერენცია

11 აპრილს ,,ღია მმართველობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში“, თბილისის ღია უნივერსიტეტში გაიმართა რიგით მესამე ერთობლივი კონფერენცია, რომელიც ეხებოდა სახელმწიფოს ძლიერ ინსტიტუტებს.

კონფერენციაზე მოხსენებითი სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ანა დოლიძე, საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი გიორგი თარგამაძე და საჯარო სამსახურის ბიუროს წარმომადგენელი ანა კობერიძე.

კონფერენციის შემდეგ სტუდენტებს ვორქშოფი ჩაუტარა სამართლის სკოლის დეკანმა ქეთევან ცხადაძემ.