085

2021-05-04

გოგა კიკილაშვილის წიგნის პრეზენტაცია

თბილისის ღია უნივერსიტეტში გოგა კიკილაშვილის წიგნის “ადმინისტრაციული და სამოქალაქო ხელშეკრულების გამიჯვნის საპროცესო სამართლებრივი ფუნქცია (შედარებით-სამართლებრივი ანალიზი)” პრეზენტაცია გაიმართა.

წიგნი არის სადისერტაციო ნაშრომი, რომელიც ბეჭდური ფორმით თბილისის ღია უნივერსიტეტის ფინანსური მხარდაჭერით გამოიცა. ნაშრომი წარმოადგენს ქართული, კონტინენტური ევროპისა (გერმანია და საფრანგეთი) და საერთო სამართლის ქვეყნების კანონმდებლობის შედარებით ანალიზს.