085

2019-12-25

იმიტირებული სასამართლო პროცესების შეჯიბრი

თბილისის ღია უნივერსიტეტის ორგანიზებით და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ პროექტის (USAID/PROLoG) მხარდაჭერით 21-22 დეკემბერს ჩატარდა იმიტირებული სასამართლო პროცესების შეჯიბრი ადმინისტრაციულ სამართალში ,,უფლების დაცვა ადმინისტრაციული წესით".

შეჯიბრში მონაწილეობა მიიღო საქართველოში აკრედიტებულმა სახელმწიფო და კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებმა.

 გამარჯვებულები გამოვლინდენენ შემდეგ ნომინაციებში:
• საუკეთესო მოსარჩელე მხარე - IBSU შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
• საუკეთესო მოპასუხე მხარე- Ma' at თავისუფალი უნივერსიტეტი
• საუკეთესო სასამართლო შემადგენლობა - LS 16 თავისუფალი უნივერსიტეტი