თბილისის ღია უნივერსიტეტის ორგანიზებით და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ პროექტის (USAID/PROLoG) მხარდაჭერით ტარდება იმიტირებული სასამართლო პროცესების შეჯიბრი ადმინისტრაციულ სამართალში.
შეჯიბრში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში აკრედიტებული სახელმწიფო და კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებს, რომლებსაც გავლილი აქვთ ზოგადი ადმინისტრაციული სამართალი.
დაინტერესებული პირები 2019 წლის 30 ნოემბრამდე უნდა დარეგისტრირდნენ წინამდებარე ფორმის შევსების გზით:
გუნდის შემადგენლობაში შესაძლებელია შედიოდეს ერთი და იმავე უნივერსიტეტის 3 ან 4 სტუდენტი. გუნდს უნდა ჰქონდეს სახელი.
იმიტირებული სასამართლო პროცესების შეჯიბრი შედგება შემდეგი ეტაპებისაგან:
მონაწილეთა შერჩევა მოხდება წერითი დავალების შეფასების შედეგად.
წერითი რაუნდი:
რეგისტრაციის შემდეგ (3 დეკემბერს) გუნდებს მიეწოდებათ საქმე, რომელზეც თითოეულმა მათგანმა 10 დეკემბრამდე საორგანიზაციო ჯგუფს უნდა წარუდგინოს მომზადებული სარჩელი და შესაბამისი მტკიცებულებები. წერითი დავალება ფასდება კომისიის მიერ წინასწარ განსაზღვრული შეფასების კრიტერიუმების გათვალისწინებით;
ზეპირ რაუნდში პირველ ეტაპზე მონაწილეობს წერითი რაუნდის საფუძველზე გამოვლენილი გუნდები, ხოლო ფინალში საუკეთესო შედეგის მქონე გუნდები. ზეპირი რაუნდები ჩატარდება 21-22 დეკემბერს თბილისის ღია უნივერსიტეტში..
მონაწილე გუნდებს გადაეცემათ სერთიფიკატები. გამარჯვებულები გამოვლინდებიან შემდეგ ნომინაციებში: