085

2021-04-29

ქართულ ენაში მომზადების პროგრამის საინფორმაციო შეხვედრა

28 აპრილს თბილისის ღია უნივერსიტეტის ქართულ ენაში მომზადების პროგრამის სტუდენტები ბიზნესის, სამართლის და ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანებს შეხვდნენ.

სტუდენტებმა მოისმინეს ინფორმაცია საბაკალავრო საფეხურზე არსებული პროგრამების შესახებ. მათ დიდი ინტერესი გამოხატეს დასაქმებისა და სტაჟირების საკითხზეც.

შეხვედრის ფარგლებში, დეკანები და სტუდენტების შეთანხმდნენ, რომ მიმდინარე სემესტრში ისინი დაესწრებიან სხვადასხვა პროგრამის სასწავლო კურსებს, გაესაუბრებიან აკადემიურ პერსონალსა და ბაკალავრიატის სტუდენტებს, რაც მათ დაეხმარებათ მათთვის საინტერესო პროგრამის არჩევაში.