085

2020-09-02

ინფორმაცია პირველკურსელთათვის!

გილოცავთ სტუდენტობას!

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ღია უნივერსიტეტში!

მომდევნო 4 წლის მანძილზე ჩვენ გაგიხსნით ყველა კარს წარმატების, დაუვიწყარი სტუდენტობის, პრაქტიკული განათლებისა და კარიერული განვითარებისკენ!

გაითვალისწინეთ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები!

  • უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი წარიმართება ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების სრული გათვალისწინებით და დაცვით!
  • სალექციო პროცესი წარიმართება სოციალური დისტანციის სტანდარტების დაცვით;
  • სტუდენტს და აკადემიურ პერსონალს უნივერსიტეტში ნებისმიერი ვიზიტისას მოეთხოვება:
  1. ეკეთოს პირბადე შენობაში;
  2. დაიცვას სოციალური დისტანცია;
  3. ხშირად დაიმუშავოს ხელები სპეციალური ხსნარით, რომელიც უნივერსიტეტის შენობაში არის განთავსებული
  4. ტემპერატურის, ან რაიმე სიმპტომატიკის გამოვლენის შემთხვევაში გთხოვთ აცნობოთ ადმინისტრაციას (დეკანატს) და არ გამოცხადდეთ უნივერსიტეტში

 

  • პირვეკურსელთათვის მიღების დღე (სწავლის დაწყების დღე) 10 სექტემბერია!

 

განმარტება:

ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით მიღების დღეს ვერ გაიმართება ეგრედწოდებული „Welcome Party”, თუმცა თქვენ გელით სასიამოვნო და სახალისო დღე, როდესაც გაიცნობთ საკუთარ უნივერსიტეტს!

 

10 სექტემბრის განრიგი:

  • 15:30 საათი_ გაიხსნება კარი
  • 16:00 _ მიღების ცერემონია. რექტორის მიმართვა და სასწავლო პროცესის პრეზენტაცია!

 

მიღების დღის ანოტაცია:

15:30 საათზე დაიწყება მიღება და 16:00 საათზე, ღია ვერანდაზე ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენაციებით გაიმართება მიღების ღონისძიება, სადაც სასიამოვნო მუსიკის თანხლებით გაგაცნობთ სასწავლო პროცესს.

მოეწყობა ფოტო-გადაღების სივრცეები და ღონისძიების ბოლოს გაიჭრება ტორტი!

აუცილებელია თან გქონდეთ პირბადე!

 

საგნების არჩევა (აკადემიური რეგისტრაცია)

  • საგნების არჩევა პირველკურსელთათვის 14, 15 სექტემბერს მოხდება
  • პირველკურსელებს საგნების არჩევაში დაეხმარება და კოორდინირებას გაუწევს უნივერსიტეტის ადმინისტრაცია (დეკანატი)
  • საგნების არჩევის (აკადემიური რეგისტრაციის განრიგს) წინასწარ შეიტყობთ სმს შეტყობინების სახით
  • სალექციო პროცესი დაიწყება 16 სექტემბერს!

 

საჩუქარი პირველკურსელებისთვის საგარანტიო დოკუმენტი

2020-21 სასწავლო წელს თბილისის ღია უნივერსიტეტში ჩარიცხული ყველა პირველკურსელ სტუდენტს მინიჭებული აქვს საჩუქრად ღია უნივერსიტეტის საგარანტიო დოკუმენტი!

საგარანტიო დოკუმენტის მფლობელი, პირველკურსელი საჩუქრად იღებს შემდეგს:

  1. 4000 ლარიანი ტექნოლოგიების შემსწავლელი კურსი;

_ დამატებითი სასწავლო პროგრამა ტექნოლოგიების მიმართულებით, რომელსაც სტუდენტი სწავლობს პარალელურად საკუთარი სპეციალობისა უფასოდ!

ტექნოლოგიების კურსზე რეგისტრაცია დაიწყება 1 ოქტომბერს!

სალექციო პროცესი ტექნოლოგიების კურსზე დაიწყება 15 ოქტომბრიდან!

 

  1. 100%-იანი სტუდენტური გრანტი

_ სტუდენტური გრანტი გადაეცემათ იმ სტუდენტებს ვინც ვერ მოიპოვა სახელმწიფო დაფინანსება!

_სტუდენტური გრანტი სტუდენტს 1 წლის განმავლობაში უფინანსებს საგრანტო გამოცდისთვის მომზადებას, სტუდენტური გრანტის მიზანია, სტუდენტს მიეცეს შესაძლებლობა მოემზადოს 1 წელი საგრანტო გამოცდის გადაბარებისთვის და შეძლოს მეორე კურსიდან დაფინანსების მოპოვება ეროვნული საგრანტო გამოცდის გადაბარების საფუძველზე

_ საგრანტო გამოცდის გადაბარებისთვის მომზადების პროგრამაზე რეგისტრაცია დაიწყება 1 ოქტომბერს

_ მომზადებს პროგრამა დაიწყება 15 ოქტომბრიდან!

შენიშვნა:

სტუდენტური გრანტის მქონე სტუდენტი სწავლის საფასურის გადახდისგან არ თავისუფლდება!

 

  1. 2000 ლარამდე სტიპენდიის გამომუშავების შესაძლებლობა

_ ყველა ჩარიცხულ პირველკურსელს აქვს შესაძლებლობა საკუთარი სწავლის შედეგებიდან გამომდინარე მოიპოვოს სტიპენდია წლის განმავლობაში 2000 ლარამდე, სტიპენდიის გაცემის კრიტერიუმები გამოქვეყნებულია ჩვენს ვებგვერდზე openuni.edu.ge  

 

ყველა სასწავლო აქტივობის დროს სტუდენტს მოეთხოვება ჯანდაცვის რეკომენდაციების სრული დაცვა:

  1. ეკეთოს პირბადე შენობაში;
  2. დაიცვას სოციალური დისტანცია;
  3. ხშირად დაიმუშავოს ხელები სპეციალური ხსნარით, რომელიც უნივერსიტეტის შენობაში არის განთავსებული
  4. ტემპერატურის, ან რაიმე სიმპტომატიკის გამოვლენის შემთხვევაში გთხოვთ აცნობოთ ადმინისტრაციას (დეკანატს) და არ გამოცხადდეთ უნივერსიტეტში