085

2019-06-19

ჯანდაცვისა და სოციალური კვლევების კონფერენცია ჩესტერის უნივერსიტეტში

2019 წლის 18-19 ივნისს თბილისის ღია უნივერსიტეტის აკადემიურმა და ადმინისტრაციულმა  წევრებმა მონაწილეობა მიიღეს ჩესტერის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი)  ჯანდაცვისა და სოციალური კვლევების კონფერენციაში.

კონფერენციაზე თბილისის ღია უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა ჯილდა ჭეიშვილმა წარადგინა კვლევა “ჯანმრთელობა- ცოდნა, დამოკიდებულება და აღქმა ქართველ ქალებში”, ხოლო თოუ-ს მოწვეულმა ლექტორმა ანტონი ოლაგუნჯუმ გააკეთა მოხსენება კვლევის შესახებ, სადისერტაციო ნაშრომიდან “განსხვავებულობა- ცხოვრებისეული რეალობა ალბინიზმიან პაციენტებში”.