განათლების სამინისტროს მიერ ინიცირებულ ჯანსაღი ცხოვრების პროექტში გამარჯვებული ღია უნივერსიტეტის გუნდი კიკვიძის ბაღში პირველ ღონისძიებაში ჩაერთო.
ცხოვრება თამბაქოს გარეშე, ფიზიკური აქტივობა ადრეული ასაკიდან, ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდა- ამ და სხვა აქტივობებს განათლების სამინისტროს წარმომადგენლები, თბილისის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები, მოხალისეები, ფიტნეს ინსტრუქტორები, ტელევიზია და არასამთავრობო ორგანიზაციები დაესწრნენ.
ჯანსაღი ცხოვრების პროექტი 7 ღონისძიებას მოიცავს. თბილისის ღია უნივერსიტეტი აქტიურადაა ჩართული თითოეული პროექტის ორგანიზებასა და განხირციელებაში.