085

2018-04-04

კარფურის წარმომადგენლები სტუმრად TOU-ში

ჰიპერმარკეტების ქსელის „კარფურის“ წარმომადგენლები თბილისის ღია უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ და კომპანიაში მიმდინარე ვაკანსიები გააცნეს მათ. შეხვედრას თბილისის ღია უნივერსიტეტის სხვადასხვა მიმართულების სტუდენტები დაესწრნენ, რომლებსაც „კარფურმა“ სწავლის პარალელურად დასაქმება და მუშაობის მოქნილი გრაფიკი შესთავა. კანდიდატების შერჩევა გასაუბრების საფუძველზე ადგილზევე მოხდა. თბილისის ღია უნივერსიტეტი ხარისხიანი განათლების მიღების პარალელურად დასაქმების რეალურ შესაძლებლობას სთავაზობს თავის სტუდენტებს.