თბილისის ღია უნივერსიტეტის ,,კარიერული ცენტის“ ხელმძღვანელმა, ირინა მარგიშვილმა მონაწილეობა მიიღო „კარიერული განვითარების და გლობალური დასაქმების ფორუმში“, რომელიც ჩატარდა „კარიერული განვითარების ცენტრის“ ორგანიზებით.
ფორუმი მიზნად ისახავს:
საქართველოს შრომით ბაზარზე ადამიანური კაპიტალის განვითარებას;
კვალიფიციური და მოტივირებული სპეციალისტების რიცხვის ზრდას;
სტაჟირების პროგრამების და დასაქმების ხელშეწყობას.
ფორუმზე სტუდენტებს ჰქონდათ შესაძლებლობა მიეღოთ ინფორმაცია რეალური ვაკანსიების შესახებ და გაცნობოდნენ იმ სტანდარტებს, რომლითაც ხელმძღვანელობენ ქართველი დამსაქმებლები, როგორც კერძო ასევე საჯარო სექტორიდან.