085

2019-11-14

ქართული ადვოკატურის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება!

თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასთან, მრავალწლიანი და მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს მრავალი განხრით.

ქართული ადვოკატურის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე უნივერსიტეტის რექტორს გიორგი ამილახვარს გადაეცა საპატიო ჯილდო, ქართული იურიდიული პროფესიის გაძლიერებაში შეტანილი წვლილისათვის.

თბილისის ღია უნივერსიტეტი ულოცავს ადვოკატთა ასოციაციას ამ მნიშვნელოვან თარიღს.