085

2018-04-18

ქეთევან ირემაშვილმა სამსაფეხურიანი ტრენინგი

თბილისის ღია უნივერსიტეტის უწყვეტი განათლებისა და კარიერული ზრდის ცენტრის ორგანიზებით, TOU-ს აკადემიური პერსონალისთვის მასტერ ტრენერმა ქეთევან ირემაშვილმა სამსაფეხურიანი ტრენინგი „აქტიური სწავლება როგორც სწავლების თანამედროვე მეთოდი“ ჩაატარა. ქეთევან ირემაშვილი სამართლის დოქტორი, კლინიკური სწავლების ექსპერტი/Carnegie Fellow, აშშ-ის სამართლის სწავლებისა და სწავლის ინსტიტუტის მასტერ ტრენერია. ამასთან, ის თბილისის ღია უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი და სამართლის კლინიკის ხელმძღვანელია.