085

2019-12-23

კონფუცის ინსტიტუტის დაფუძნების ღონისძიება თბილისის ღია უნივერსიტეტში

2019 წლის 21 დეკემბერს თბილისის ღია უნივერსიტეტში გაიმართა კონფუცის ინსტიტუტის დაფუძნების ღონისძიება, რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი ჩინეთში ბატონი არჩილ კალანდია, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ლი იანი, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი ზვიად გაბისონია და სხვა მოწვეული სტუმრები.

ელჩებმა სიტყვით მიმართეს დამსწრე საზოგადოებას და სრული მხარდაჭერა გამოხატეს ახლადდაფუძნებული კონფუცის ინსტიტუტის სამომავლო საქმიანობასთან დაკავშირებით.

ფოტოების სანახავად გადადით ლინკზე: https://tou.edu.ge/photo-gallery/34