085

2017-10-15

კონფუცის კლასის გახსნა

თბილისის ღია უნივერსიტეტში კონფუცის კლასის ოფიციალური გახსნის ცერემონია გაიმართა. ღონისძიებას TOU-ს პარტნიორის -ლანჯოუს უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტი პან ბაოტიანი, ჩინეთის კონსული საქართველოში და სხვა საპატიო სტუმრები დაესწრნენ.

 
თბილისის ღია უნივერსიტეტში მოქმედი კონფუცის კლასი სტუდენტებს საშუალებას აძლევს უფასოდ შეისწავლონ ჩინური ენა და ჩინეთის წამყვან უნივერსიტეტებში მიიღონ განათლება. 


კონფუცის ინსტიტუტი მსოფლიოს 120 ქვეყნის 1000-მდე უნივერსიტეტშია წარმოდგენილი. თბილისის ღია უნივერსიტეტი TOU ამ მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო კავშირის ნაწილია.