085

2018-01-14

კონკურსი "შეიცანი ჩინეთი"

 

მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი 2017-ის ფარგლებში თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტის ორგანიზებით, სკოლის მოსწავლეებისთვის შემეცნებითი კონკურსი „შეიცანი ჩინეთი“ ჩატარდა. კონკურსი ჩინეთის საელჩოსა და კონფუცის ინსტიტუტის მხარდაჭერით განხორციელდა. მოსწავლეები გაეცნენ ჩინური კულტურის, ხელოვნებისა და ყოფის დამახასიათებელ ელემენტებს, მონაწილეობა მიიღეს სახალისო ვიქტორინაში და სამახსოვრო სიგელებითაც დაჯილდოვდნენ.