085

2019-08-07

მაგისტრატურაში სწავლის მსურველთა საყურადღებოდ!

2019-2020 სასწავლო წლისათვის თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამებზე განაცხადების მიღება დაიწყება 30 აგვისტოდან 18 სექტემბრის ჩათვლით; 10.00 სთ -17.00 სთ-მდე, შაბათ-კვირის გარდა. მისამართზე: ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქ.#2 , მეორე სართული, ოთახი #209.


შიდასაუნივერსიტეტო გამოცდები ჩატარდება შემდეგი განრიგით:
19 სექტემბერი -ტესტირება ინგლისურ ენაში B2 დონე (ყველა მიმართულებისათვის) (იხ. ტესტის ნიმუში https://tou.edu.ge/files/Masters%20test.pdf);
20 სექტემბერი-გასაუბრება სპეციალობაში (დეტალური ინფორმაცია განთავსდება არაუგვიანეს 16 სექტემბრისა). 

შიდასაუნივერსიტეტო  გამოცდების პირველადი შედეგები გამოქვეყნდება   თოუს ვებ.გვერდზე -23 სექტემბერს.

სააპელაციო პროცედურები
მაგისტრანტობის კანდიდატმა საპრეტენზიო განაცხადი შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების შედეგების შესახებ უნდა წარმოადგინოს 2018  წლის 24 და 25 სექტემბრის 17:00 საათის ჩათვლით.
 საპრეტენზიო განაცხადებს განიხილავს შესაბამისი მიმართულების სააპელაციო კომისია 26 სექტემბერს. 
საბოლოო შედეგების გამოცხადება
ჩარიცხულთა სია აპელაციის შედეგების გათვალისწინებით გამოქვეყნდება 2018 წლის 27 სექტემბერს უნივერსიტეტის ვებგვერდზე.

მისაღები პროგრამებისა და ჩარიცხვის პროცედურების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ლინკზე:https://tou.edu.ge/enroll-master#