085

2021-05-19

მარიამ მაისურაძე - წარმატების ამბავი

დღეს საკუთარი წარმატების ამბავს რუსთავი 2-ის გადაცემის "დილა უქმეებზე" თანამწყვანი, ჟურნალისტი და პროდიუსერი მარიამ მაისურაძე გაგვიზიარებს. 

Რომელი პროგრამა დაასრულეთ თბილისის ღია უნივერსიტეტში? 

2018 წლიდან მობილობით გადმოვედი თბილისის ღია უნივერსიტეტში და Დავასრულე ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამა, რომელმაც უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა ჩემს კარიერულ განვითარებაში. იყო ბევრი საინტერესო საგანი, მნიშვნელოვანი თემა და პროფესიონალი ლექტორებისგან მიღებული საჭირო რჩევები. Თავისუფლად შემიძლია აღვნიშნო, რომ შევიძინე ძალიან ბევრი მეგობარი, მათ შორის ლექტორებიც.

Რატომ ჟურნალისტიკა? 

Ბავშვობიდან მინდოდა ჟურნალისტობათქო რომ გითხრათ, მოგატყუებთ. Უფრო მეტიც, ისტორიკოსობა, მსახიობობა, მოდელობა, ყველაზე მეტად კი ფეხბურთელობა მინდოდა. უკვე 15 წლიდან სრულიად ნათლად გავიაზრე ჩემი მომავალი პროფესია და 17 წლიდან მუშაობაც კი დავიწყე ამ მიმართულებით. ასე რომ, დღესდღეობით საკმაოდ ბედნიერი ვარ ჩემი არჩევანით. Ჟურნალისტიკა ეს ის სფეროა, რომელიც მოითხოვს ბევრ ენერგიას, ენთუზიაზმსა და დაუღალავ შრომას. 

Პირველი პროფესიული გამოცდილებიდან დღემდე… 

Პირველი გამოცდილება Ტიფლის TV-ზე მივიღე და საკმაოდ პოზიტიურად ვიხსენებ, იმიტომ რომ 17 წლის გახლდით და ეს იყო ჩემი პირველი ნაბიჯები ჟურნალისტიკაში. Ასევე, იყო Ტელეკომპანია Იმედი, სადაც რამდენიმე თვის განმავლობაში ვიყავი სტაჟიორი, თუმცა უკვე 2 წლის განმავლობაში ოფიციალურად დავსაქმდი საინფორმაციო სამსახურში. Ხოლო, Რაც შეეხება ამჟამინდელ სამუშაო გამოცდილებას, უკვე მესამე წელია კომპანია “რუსთავი 2”-ის გადაცემის “დილა უქმეებზე” ჟურნალისტი ვარ, თუმცა ვიყავი თანაწამყვანიც და პროდიუსერიც.

Რატომ არის ეს პროფესია გამორჩეული? Და თუ გამოყოფდი რომელიმე მიმართულებას? 

Დაგეთანხმებით, რომ ნამდვილად გამორჩეულია. Შეყვარებული ვარ ჟურნასისტიკაზე (იღიმის). იცით რატომ? Იმიტომ რომ ყველა სფეროს მოიცავს და არასოდეს არის ერთფეროვანი. Წარმოიდგინეთ, ხართ ფერად გარემოში და ცდილობ იპოვო საინტერესოთა შორის ყველაზე საინტერესო - ესაა ჟურნალისტიკა. 

Რაც შეეხება მიმართულებას, მომწონს მუშაობა, როგორც ანალიტიკურ, ასევე გასართობ თემებზე. Ჯერჯერობით ჩემს თავს ვერ ვხედავ საინფორმაციოში, თუმცა არაფერია გამორიცხული. 

Ჩემი ფავორიტი სიუჟეტია.. 

Სიამოვნებით გამოვყოფდი სიუჟეტს ფარავნის ტბის შესახებ, რომელსაც მისი ისტორიაც აქვს. Დიდი ხნის განმავლობაში მინდოდა გადამეღო ფარავნის ტბის მებადურები, რომელთაც მივიწყებული ტრადიცია გააცოცხლეს და თავიანთი შემოსავლის წყაროდაც კი აქციეს. Ფარავნის ტბის მებადურები ძირითადად ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები არიან და მახარებს, რომ სწორედ მათ შეინარჩუნეს თევზაობის უძველესი და განსაკუთრებული ტექნიკა საქართველოში.

* Დარწმუნებული ვარ, ჩვენი მკითხველიც ძალიან მოიხიბლება აღნიშნული სიუჟეტით. Გთავაზობთ ბმულს: 

https://www.youtube.com/watch?v=qF27luth6lw; 

დაასრულეთ ფრაზა: როცა შენი პროფესია გიყვარს...

Როცა შენი პროფესია ნამდვილად გიყვარს, შეუძლებელი არაფერია. Მთებს გადადგამ ადამიანი ასეთ დროს!  

რა არის წარმატება ჩემთვის…

Ჩემთვის წარმატებაა ის, როდესაც ვაკეთებ საქმეს, რომელიც უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს. აქედან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა, რომ წარმატების მისაღწევად საჭიროა ბევრი შრომა და ასევე, უმნიშვნელოვანესია შეცდომებზე სწავლა. 

Დაასახელეთ 3 ძირითადი თვისება, რაც გჭირდებათ საქმიანობის ეფექტურად წარმართვისთვის…

შრომისმოყვარეობა, პასუხისმგებლობა, მოთმინების უნარი 🙂 

Არასოდეს მეზარება… 

Ჩემი საქმის კეთება. Ვფიქრობ, რომ თუ ადამიანს ის ეზარება, რითაც მთელი დღე, კვირა, თვე, წლები არის დაკავებული, მაშინ არასწორ ადგილას არის და საქმიანობის სფერო სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს.  

Და საბოლოოდ, რას ურჩევთ აბიტურიენტებს, რომლებიც ახლა იწყებენ სწავლას ჟურნალისტიკის მიმართულებით?

Აბიტურიენტებო, ჩემო მეგობრებო, Გულწრფელად გეტყვით, რომ Ჟურნალისტიკას სჭირდება უზღვავი ენერგია და მუდმივი სწრაფვა სიახლეებისკენ. Ეს საქმე, პირველ რიგში, უნდა მოგწონდეთ და გიყვარდეთ. Ასე რომ, გირჩევთ, არასოდეს გაჩერდეთ! 

Კიდევ ერთი პრაქტიკული რჩევა მექნება, რომელიც საკუთარმა გამოცდილებამ მასწავლა. თუკი Ჟურნალისტიკის საგნებთან ერთად, თუნდაც თავისუფალი კრედიტების სახით შეისწავლით სხვადასხვა სკოლის ფუნდამენტურ საგნებს, ეს იქნება თქვენთვის უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯი, იმიტომ რომ აუცილებელი და მნიშვნელოვანია ჟურნალისტი იცნობდეს თითქმის ყველა სფეროს.

Გისურვებთ უდიდეს წარმატებას!