085

2020-02-10

მასტერკლასები აბიტურიენტებისთვის და ტრენინგები პედაგოგებისთვის გრძელდება!

აბიტურიენტების მთავარ გამოწვევას - "როგორ ავირჩიოთ პროფესია" თბილისის ღია უნივერსიტეტი პასუხობს.

2 თებერვალს, შიდა ქართლის სკოლის მოსწავლეებისთვის ქალაქ გორში მასშტაბური მასტერკლასი გაიმართა. შეხვედრას 500-მდე სკოლის მოსწავლე დაესწრო.

ფსიქოლოგმა ილია ნიკაჭაძემ აბიტურიენტებს გაუზიარა ის ფსიქოლოგიური ტექნიკები, რომლებიც მნიშვნელოვანია პროფესიის არჩევისას.

ღია უნივერსიტეტი მადლობას უხდის ყველა გულანთებულ ახალგაზრდას და უსურვებს წარმატებას!

ჩვენი ტურნე კი გრძელდება საქართველოს სხვა რეგიონებში!

დაჯავშნე მასტერკლასის ბილეთი აქ: https://tou.edu.ge/assistant