085

2019-12-17

მასტერკლასი აბიტურიენტებისთვის: "როგორ ავირჩიო პროფესია"?

ღია უნივერსიტეტის მორიგი პროექტი აბიტურიენტებისთვის სტარტს 21 დეკემბერს აიღებს. პროფესიის არჩევა აბიტურიენტებისთვის უმნიშვნელოვანეს ამოცანას წარმოადგენს. რთულია იპოვო საკუთარი პროფესია, თუმცა თანამედროვე სამყაროში უამრავი პრაქტიკული მაგალითი შეგიძლია შენდა სასიკეთოდ გამოიყენო და განსაზღვრო ის კრიტერიუმები რომელიც ამა თუ იმ პროფესიასთან გაკავშირებს. 
 
აღნიშნული ამოცანის გადაჭრისთვის თბილისის ღია უნივერსიტეტის ორგანიზებით ფსიქოლოგ ილია ნიკაჭაძესთან ერთად საქართველოს მასშტაბით ყველა რეგიონს ეწვევა და აბიტურიენტებს ამ მნიშვნელოვანი ამოცანის გადაჭრისთვის პროფორიენტაციის  მასტერკლასებს შესთავაზებს. 
 
21 დეკემბერს, 12:00 საათზე პირველი მასტერკლასი თბილისის ღია უნივერსიტეტში ჩატარდება. 
მასტერკლასის ყველა მონაწილეს თბილისის ღია უნივერსიტეტი თანამედროვე ტექნოლოგიების შემსწავლელი ერთწლიანი კურსის 1000 ლარიანი ვაუჩერით დაასაჩუქრებს. 
 
მასტერკლასის განრიგი ქალაქების მიხედვით უახლოეს პერიოდში გამოქვეყნდება. 
მასტერკლასის ბილეთის საფასური არის 100 ლარი. 
მონდომებულ აბიტურიენტებს თბილისის ღია უნივერსიტეტი მასტერკლასის ბილეთს საჩუქრად გადასცემს. 
 
რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ლინკს: 
shorturl.at/elmyz