085

2017-11-20

"მომავალ სპიკერთა სკოლა-2017"

თბილისის ღია უნივერსიტეტმა ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაციის STEP-ის მიერ ორგანიზებულ "მომავალ სპიკერთა (პრეზენტატორთა) სკოლა 2017"-ის გახსნის ცერემონიას უმასპინძლა. პროექტის ფარგლებში მომავალი 1 თვის განმავლობაში ტრენინგები, პრეზენტაციები და გუნდების შეხვედრები გაიმართება. ღონისძიების მიმდინარეობაში აქტიურადაა ჩართული თბილისის ღია უნივერსიტეტის წარჩინებული სტუდენტების გუნდი.