085

2020-10-21

მოსამზადებელი კურსები თბილისის ღია უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის!

გაცნობებთ, რომ ღია უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის „უნარების მოსამზადებელი კურსი“ 2 ნოემბერს დაიწყება! ხოლო „ტექნოლოგიების შემსწავლელი კურსი“ დაიწყება მაშინ როდესაც მოგვეცემა სააუდიტორიო სწავლების საშუალება!

  • უნარების მოსამზადებელი კურსის პროგრამის პრეზენტაცია-პირველი ლექცია (ონლაინ შეხვედრის ფორმატით Zoom-ში) ჩატარდება 2 ნოემბერს, 16:00 საათზე.

შეხვედრის ლინკს მიიღებთ წინასწარ სმს-ის სახით. ასევე ცხრილს მიიღებთ პირად გვერდზე!

  • ტექნოლოგიების შემსწავლელი კურსი ძირითადად ინტერაქციულია და კურსის ეფექტიანად შესწავლისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სააუდიტორიო, პრაქტიკული სწავლება. შესაბამისად, პროგრამის შინაარსიდან გამომდინარე კურსი დისტანციური სწავლების დასრულებამდე არ დაიწყება. როგორც კი აუდიტოერიებს დავუბრუნდებით ტექნოლოგიების შემსწავლელი კურსი პირველივე დღეს დაიწყება!