085

2017-12-30

"ნიჭიერის" პარტნიორობა

თბილისის ღია უნივერსიტეტის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ნიჭიერი ადამიანების ხელშეწყობაა! სწორედ ამიტომ გავხდით მეგაპროექტ "ნიჭიერის" პარტნიორები და მხარდამჭერები.  ყოველ ორშაბათს კონკურსანტების ყველაზე მხურვალე გულშემატკივრები სწორედ თბილისის ღია უნივერსიტეტის ოთახიდან ამხნევებდნენ თავიანთ რჩეულებს. 

31 დეკემბერს, "ნიჭიერის" ფინალის დღეს, რთული არჩევანის წინაშე დავდექით: პროექტის ფორმატიდან გამომდინარე, მხოლოდ ერთი რჩეული უნდა გვყოლოდა, ამიტომ ჩვენი სპეციალური პრიზი- 5000 ლარი არაჩვეულებრივ მარიამ შონიას გადაეცა! თუმცა ჩვენ სიურპრიზი გავუკეთეთ კონკურსანტებს და მეორე ფავორიტიც დავასახელეთ- ბაჯო, რომელსაც სწავლის სრული დაფინანსებით ველოდებით თბილისის ღია უნივერსიტეტში- სტუდენტზე მორგებულ გარემოში!