085

2020-11-29

ონლაინ კონფერენცია ,,მწავენე ბიზნესი"

27 ნოემბერს, თბილისის ღია უნივერსიტეტის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის, ხელშეწყობით ჩატარდა კონფერენცია „მწვანე ბიზნესი“, თბილისის ღია უნივერსიტეტის პროფესორის რუსუდან კვარაცხელიას ინიციატივით, რომელიც გახლავთ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის კონკურსის გამარჯვებული მეცნიერების პოპულარიზაციის ხელშეწყობის მიმართულებით და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტ ლევან კიკილაშვილთან ერთად.
აღნიშნული კონფერენცია გაიმართა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით მიმდინარე ევროპელ მკვლევართა ღამის პროექტის “CAPTAIN - მეცნიერება კაპიტანია” ეგიდით.