085

2020-06-10

თბილისის ღია უნივერსიტეტის რექტორის მონაწილეობა გლობალურ საერთაშორისო ონლაინ ფორუმში

თბილისის ღია უნივერსიტეტის რექტორმა, გიორგი ამილახვარმა მონაწილეობა მიიღო გლობალურ საერთაშორისო ონლაინ ფორუმში: ,,საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება კორონა ვირუსის პირობებში“. შეხვედრა დაორგანიზდა თბილისის ღია უნივერსიტეტის პარტნიორი Renmin-ის უნივერსიტეტის მიერ და მასში მონაწილეობა მიიღეს მსოფლიოს 50 წამყვანი ქვეყნის მაღალი რანგის პირებმა.

თბილისის ღია უნივერსიტეტის რექტორი შეხვედრაზე წარსდგა მოხსენებით და უცხოელ კოლეგებს გაუზიარა ინფორმაცია თუ როგორია საქართველოს გამოცდილება ვირუსთან ბრძოლის წინააღმდეგ.