085

2021-08-30

პირველკურსელთა ადმინისტრაციული რეგისტრაციის თარიღები

თბილისის ღია უნივერსიტეტი გილოცავთ სტუდენტობას! დიახ, შენ ეს ნამდვილად შეძელი!

პირველკურსელთა ადმინისტრაციული რეგისტრაციის თარიღები: 13-24 სექტემბერი

როგორია ჩარიცხვის პროცედურა?

აბიტურიენტი, რომელიც წარმატებით გაივლის ერთიან ეროვნულ გამოცდებს, რეგისტრაციისათვის დადგენილ ვადებში შეავსებს განაცხადს უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე და წარმოადგენს შემდეგ დოკუმენტებს ელექტრონული ფორმით (იხ. ლინკი https://tou1.ini.ge/online-register/start) 

როდის უნდა წარმოვადგინო დოკუმენტების ორიგინალები?

ყველა საჭირო დოკუმენტის ორიგინალი უნივერსიტეტში წარმოდგენილ უნდა იქნას სწავლის დაწყებიდან ერთი თვის ვადაში.

წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:

- განცხადება
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
- საშუალო სკოლის დამთავრების ატესტატი (დედანი) ან პროფესიული განათლების - დიპლომი (დედანი);
- ფერადი ფოტო-სურათი 2 ცალი, ზომით 3X4 ნაბეჭდი და ელექტრონული ვერსია დისკზე;
- სამხედრო აღრიცხვის მოწმობის ასლი (ვაჟებისათვის);
- არასრულწლოვანი პირველკურსელის შემთხვევაში, მშობლის პირადობის მოწმობა ან - მეურვის პირადობის მოწმობა. 
მისამართი: უნივერსიტეტის ქ N2, ოთახი N108

საკონტაქტო ინფორმაცია:

ელ. ფოსტა: [email protected]

ტელ: 2 40 29 46

დამატებითი ინფორმაციისთვის, გაეცანით ბმულს: https://www.tou.edu.ge/enroll-bachelor 

სწავლის საფასურის გადახდის წესი

განცხადება სწავლის გადანაწილების საფასურის შესახებ