085

2020-09-01

პირველკურსელთა რეგისტრაცია დაიწყო!

ერთიანი ეროვნული გამოცდებით თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტში სწავლის უფლებამოპოვებული აბიტურიენტების რეგისტრაცია იწარმოებს ორი სახით:

 რეგისტრაცია უნივერსიტეტის შენობაში : 1 სექტემბრიდან -11 სექტემბრის ჩათვლით,  10.00 სთ -17.00 სთ-მდე (შაბათ-კვირის გარდა);

 შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, უნივერსიტეტის  ქ.# 2 (ვაკე-საბურთალოს კვეთა)

ტელ. 2 40-29-46;

  • წარმოსადგენი დოკუმენტები:
  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • საშუალო სკოლის დამთავრების ატესტატი (დედანი)

შენიშვნა: თუ ატესტატი ჯერ არ გაქვთ, სანაცვლოდ წარმოადგინეთ ცნობა სკოლიდან დამთავრების შესახებ ან ცნობა იუსტიციის სახლიდან რომ გაკეთებული გაქვთ განაცხადი  ატესტატის მიღებაზე.)

  • ფოტოსურათი 3 X 4 (CD)
  • სამხედრო აღრიცხვის მოწმობის ასლი (ვაჟებისათვის);
  • არასრულწლოვანი პირველკურსელის შემთხვევაში, მშობლის პირადობის მოწმობა, ან მეურვის პირადობის მოწმობა და ნოტარილად დამოწმებული მინდობილობა;
  • სწავლის წლიური საფასურის ნახევრის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი ( სწავლის საფასურის გადახდა შესაძლებელია საქართველოს ბანკში ან ნებისმიერი სწრაფი გადახდის აპარატით).
  • სოციალურად დაუცველი პირველკურსელებისთვის ამონაწერი  სოციალურად დაუცველთა ბაზიდან  სარეიტინგო ქულის მითითებით.

 გაითვალისწინეთ!

 სტუდენტი რომელმაც გაიარა რეგისტრაცია უნივერსიტეტში მოსვლით, ელექტრონულად აღარ რეგისტრირდება!

საბანკო რეკვიზიტებია:

ს/კ 202192643

ბანკი - საქართველოს ბანკი

ანგ. GE34BG0000000966951100

  საბანკო კოდი BAGAGE22

! თანხის გადახდისას საფუძველში მიუთითეთ სახელი, გვარი და პირადი ნომერი

ელექტრონული რეგისტრაცია:

 5 სექტემბრიდან  9 სექტემბრის ჩათვლით პირველკურსელს საშუალება ექნება რეგისტრაცია   გაიაროს ელექტრონულად, უნივერსიტეტის ვებგვერდიდან  (უნივერსიტეტში  მოსვლის გარეშე) (იხ. ლინკი register/starthttps://tou1.ini.ge/online-register/start

ამ შემთხვევაში, ხელშეკრულების გაფორმებისთვის  პირველკურსელი უნდა გამოცხადდეს უნივერსიტეტში  14  სექტემბრამდე   (შაბათ-კვირის გარდა) და თან იქონიოს სწავლის საფასურის გადახდის ქვითარი.

 

უნივერსიტეტში გამოცხადების დროს  პირველკურსელს მოეთხოვება  ეკეთოს  პირბადე და შენობაში შემოსვლის დროს დაიცვას ეპიდუსაფრთხოების მიზნით გაწერილი პროცედურები (დეზობარიერის გავლა, ტემპერატურის გაზომვა, ხელების დეზინფექცია). წინააღმდეგ შემთხვევაში იგი  რეგისტრაციაზე არ დაიშვება.

პირველკურსელთათვის  სასწავლო სემესტრი იწყება  10 სექტემბერს.