085

2020-09-24

პირველკურსელთათვის სწავლა 28 სექტემბერს დისტანციურად დაიწყება!

პირველკურსელთა საყურადღებოდ!

28 სექტემბერს უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი დისტანციურად დაიწყება!

საქართველოს მთვრობის გადაწყვეტილებით უმაღლეს სასწავლებლებში სასწავლო პროცესი დისტანციურად გაგრძელდება!

პირველკურსელი სტუდენტები დისტანციურ სასწავლო პროცესს 28 სექტემბერიდან შეუერთდებიან!

როგორც აკადემიური რეგისტრაციისას გაეცანით დისტანციური სასწავლო პროცესი წარიმართება პლატფორმა Zoom-ის გამოყენებით.

 გაითვალისწინეთ!

 სალექციო პროცესის დაწყებამდე პარასკევს, 25 სექტემბერს ყველა პირველკურსელისთვის გაიმართება სატესტო ლექცია Zoom-ში რომელსაც ჩაატარებენ სკოლის დეკანები.

 სამართალმცოდნეობა  _12:00  

ბიზნეს ადმინისტრირება _ 12:30 

ჟურნალისტიკა _ 13:00 

ტურიზმი _ 13:30

საერთაშორისო ურთიერთობები _ 14:00

ინგლისური ფილოლოგია _ 15:00 

სატესტო ონლაინ ლექციის ლინკს მიიღებთ students.tou.edu.ge - ზე და ასევე ლინკი დაიდება თქვენი სკოლის Facebook ჯგუფში.

 

თითოეული ლექციისთვის თქვენს პირად გვერდზე students.tou.edu.ge მიიღებთ ლინკს, რომლის მეშვეობითაც უნდა დაესწროთ ლექციებს.

ლექციის ლინკი ასევე გამოქვეყნდება თქვენი სკოლის Facebook ჯგუფებში.

თუ ჯერ კიდევ არ გაწევრიანებულხართ სკოლის Facebook ჯგუფებში, აუცილებლად დაემატეთ:

 

TOU სამართლის სკოლა

https://bit.ly/3crAIpm

TOU - ბიზნესისა და ინჟინერიის სკოლა

https://bit.ly/2Et6ZzJ

TOU - ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა

https://bit.ly/33YUa9d