085

2021-05-18

ახალი საბაკალავრო კურსის პრეზენტაცია

18 მაისს, ორგანიზაცია „უფლებები საქართველოსა“ და „თბილისის ღია უნივერსიტეტის“ მიერ ახალი საბაკალავრო კურსის „ადამიანის უფლებათა და კრიზისის ჟურნალისტიკის“ პრეზენტაცია გაიმართა.

კურსი ინოვაციური და ექსპერიმენტულია და გულისხმობს ადამიანის უფლებათა ჟურნალისტიკის სწავლების დანერგვას ქართულ აკადემიურ სივრცეში, პრეზენტაცია კი სწორედ რომ აკადემიურ სფეროში მოღვაწე ადამიანებისთვის გაიმართა. 

სასწავლო კურსი მომზადდა ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით.