085

2020-02-18

პროექტ „ბრილიანტის გამოწვევის“ ფინალურ ღონისძიება თბილისის ღია უნივერსიტეტში

8 თებერვალს თბილისის ღია უნივერსიტეტმა უმასპინძლა საერთაშორისო პროექტ „ბრილიანტის გამოწვევის“ ფინალურ ღონისძიებას.

შეგახსენებთ, რომ Diamond Challenge” არის სამეწარმეო და სოციალური საგანმანათლებლო პროექტების კონკურსი საქართველოს სკოლების IX-XII კლასის მოსწავლეებისათვის.

კონკურსში გამარჯვებული გუნდი მიწვეულია ამერიკის შეერთებულ შტატებში დელავერის უნივერსიტეტში, სადაც ჩატარდება საერთაშორისო ფინალი. კონკურსის საპრიზო ფონდი შეადგენს 110.000$.

თბილისის ღია უნივერსიტეტი, წლებია, მხარს უჭერს „Diamond Challenge”-ის ამ განსაკუთრებულ პროგრამას და აფასებს თითოეული მოსწავლის შრომასა და მოტივაციას. უნივერსიტეტმა ყველა ფინალისტს სპეციალური პრიზები გადასცა.