085

2019-10-24

პროექტი ,,სპარკთან“ თანამშრომლობით TOU-ს სტუდენტებისთვის!

თბილისის ღია უნივერსიტეტმა დაიწყო პრე-აქსელერატორის პროექტი ,,სპარკთან“ თანამშრომლობით.

პროექტის მიზანია უზრუნველყოს სტუდენტების სტარტაპული გამოცდილება უნივერსიტეტში სწავლის დასაწყისიდანვე, რათა მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა დახვეწონ მეწარმეობის კურსის ფარგლებში დამუშავებული იდეები და შექმნან ქმედითი სტარტაპები, რომლებიც შემდგომში რეალურ ბაზარზე იმუშავებენ.

თუ გაქვს ბიზნეს იდეა!
მაშინ თბილისის მერიის აქსელერატორი სპარკის და ღია უნივერსიტეტის პრე აქსელერაციის პროგრამა გაძლევს შესაძლებლობას სტუდენტობიდან დაიწყო იდეის განხორციელება, შეხვდე სფეროში გამოცდილ და წარმატებულ ადამიანებს, იმუშაო იდეის  ბიზნესად ქცევასა და მის რეალურ ბაზარზე გატანის სტრატეგიაზე.
 
შექმენი შენი მომავალი, აქციე იდეა ბიზნესად,  შემოგვიერთდი ! 
 
რეგისტრაციისთვის მიყევით ბმულს - https://forms.gle/gJkwi99wSBoj1tRN9