085

2021-04-26

საერთაშორისო ურთიერთობების განახლებული პროგრამა TOU-ში

რა არის ახალი თბილისის ღია უნივერსიტეტში? 2021 წლიდან თბილისის ღია უნივერსიტეტი აბიტურიენტებს ბევრ სიახლეს პირდება, მათ შორის კი აღსანიშნავია საერთაშორისო ურთიერთობების განახლებული საბაკალავრო პროგრამა.

რა გამოარჩევს საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამას სხვა უნივერსიტეტის მსგავსი პროგრამებისგან?

  • საგნები, რომლებიც მხოლოდ ჩვენთან ისწავლება - სახელმწიფო და დიასპორა, საერთაშორისო საქმისწარმოება და სხვა.
  • ლექტორების განახლებული შემადგენლობა - 7 საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში და ასევე, პირები, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში მუშაობენ შესაბამის უწყებაში უდიდესი პრაქტიკული და თეორიული გამოცდილებით.
  • ინგლისური ენის გაძლიერებული სწავლება - სავალდებულო არჩევითი საგნების ნაწილის სწავლება მიმდინარეობს სწორედ ინგლისურ ენაზე (1 სავალადებულო, 2 არჩევითი).
  • ევროკავშირის კვლევების ცენტრი და ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოების კვლევების ცენტრი.

როგორც პროგრამის ხელმძღვანელი, გიორგი ლემონჯავა აღნიშნავს, სიახლეები სრულად არის დაფუძნებული სტუდენტების პრაქტიკული მიმართულებით გააქტიურებასა და შესაბამისი გამოცდილების მქონე ადამიანებისგან ცოდნის გაზიარებაზე.

ჩააბარეთ თბილისის ღია უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების განახლებულ პროგრამაზე, მიიღეთ პრაქტიკაზე დაფუძნებული განათლება და გახდით საერთაშორისო ურთიერთობათა ქსელის წევრი!