085

2019-12-27

საახალწლო ფესტივალი 2020!

ახალი წლის მოსვლამდე სულ ცოტა დრო რჩება თბილისის ღია უნივერსიტეტის სტუდენტებმა კი მისი მოახლოვება საახალწლო ფესტივალით აღნიშნეს!

ფესტივალი მრავალფეროვნებით და მოულოდნელობით სავსე იყო, რამაც განსაკუთრებით თბილი და მხიარული წინაასაახალწლო განწყობა შექმნა უნივერსიტეტში.

დღის განმავლობაში თოუ-ს სტუდენტებისთვის სხვადასხვა აქტივობა იყო დაგეგმილი:

  • ღონისძიება გაიხსნა ფოტოგამოფენით;
  • ჩატარდა კულინარიული ფესტივალი, სადაც სტუდენტებმა წარმოადგინეს, როგორც ქართული კუთხეების, ასევე, სხვადასხვა ქვეყნების ტრადიციული კერძები.
  • გათამაშდა პრიზები;
  • ,,ინგლისური ენის კლუბმა“ წარმოადგინა ინგლისურენოვანი სპექტაკლი ო.ჰენრის ნოველის მიხედვით.
  • მონაწილეებმა წარმოადგინეს ქართული, ინდური და თურქული ტრადიციული ცეკვები;
  • შედგა თოუ-ს ბენდის დებიუტი.

ფესტივალი დასრულდა კლუბ ,,Space”-ში, სადაც სტუდენტების განწყობაზე ზრუნავდა მოწვეული DJ.

 Gif-ების სანახავად გადადით ლინკზე: http://gifme.ge/Gifs/1514/Happy_Christmas_and__New_Year__2020___Tou/en_US?fbclid=IwAR0gVnd5mzM9tLArWD_SL0kY_nFGIMrw4NKyvBeeoa-Nux2jqWevZwyZzSY

ფოტოების სანახავად გადადით ლინკზე: https://tou.edu.ge/photo-gallery/35