085

2019-12-06

საჩუქარი აბიტურიენტებს თბილისის ღია უნივერსიტეტისგან!

თბილისის ღია უნივერსიტეტი საქართველოს 600 სკოლას და მათ აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდებისთვის, ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმა hubu.ge-ზე მომზადებას დაუფინანსებს!

2019-20 სასწავლო წლისთვის საქართველოს 600 სკოლას თბილისის ღია უნივერსიტეტმა გადასცა საგრანტო სერტიფიკატი, რომელიც აღნიშნული სკოლის აბიტურიენტებს მთელი წლის განმავლობაში უფინანსებს ეროვნული გამოცდებისთვის ონლაინ მოსამზადებელი პლატფორმის „Hubu.ge“ უფასოდ გამოყენებას.

  Hubu.ge კომპანია „ედტეკის“ მიერ შემქნილი ონლაინ პლატფორმაა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მოსწავლეებს სთავაზობს ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებელ პროგრამასა და ტესტებს რომელიც სრულად მოიცავს საგამოცდო საგნის კურიკულუმით განსაზღვრულ მასალებს და მორგებულია თითოეული მოსწავლის ინდივიდულაურ მოთხოვნილებებზე. აღსანშნავია რომ პლატფორმის გამოყენება მოსწავლეების მოზმადების პროცესში მასწავლებლებსაც შეძლიათ, ამით ისენი შრომას შეიმსუბუქებენ და ეფექტიანს გახდიან საკუთარ მუშაობას.

    Hubu.ge-ზე ეროვნული გამცოდებისთვის მომზადების ღირებულება თითოეული მსოწავლისთვის 100 ლარს შეადგენს, რასაც თბილისის ღია უნივერსიტეტი სრულად დაუფინანსებს  აბიტურიენტებს. პლატფორმაზე უკვე აქტიურია ეროვნული საგამოცდო საგანი „ისტორია“. წლის განმავლობაში პლატფორმას დაემატება ეროვნული გამოცდების სხვა საგნები. პირველ ეტაპზე იგეგმება ქართული ენის საგამოცდო საგნის დამატება.   

  თბილისის ღია უნივერსიტეტის მიზანია აბიტურიენტებს დაეხმაროს შეავსონ ყველა ის ნაკლოვანება, რომელიც მათ სკოლაში სწავლის პერიოდში დაუგროვდათ. სწორედ ამ მიზანს ემსახურება კომპანია ედ ტეკთან თანამშორმლობა რომელიც ინოვაციურ პლატფორმებს ნერგავს განათლებაში როგორიცაა murtsku.com, hubu.ge, lupi.ge და სხვა.

 

  2019 წლის 15 დეკემბრიდან  Hubu.ge-ს პლატფორმით ისარგებლებს 20 000-მდე აბიტურიენტი.

დღეის მდგომარეობით hubu.ge-ს საგრანტო დაფინასება უკვე გადაეცა 12000-მდე აბიტურიენტს.

 

მოსწავლეებს, რომლებსაც ჯერ კიდევ არ გაუაქტიურებიათ პლატფორმა შეგიძლიათ პლატფორმაზე რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე: https://hubu.ge/