085

2019-10-21

საერთაშორისო სასწავლო და გაცვლითი პროგრამების პრეზენტაცია

21 ოქტომბერს თბილისის ღია უნივერსიტეტის სტუდენტებთან გაიმართა საერთაშორისო სასწავლო და გაცვლითი პროგრამების პრეზენტაცია.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოში  ამერიკის საელჩოს საგანმანათლებლო და პროფესიული პროგრამების კოორდინატორი თეა კუჭუხიძე, ამერიკის მთავრობის გაცვლითი პროგრამების კურსდამთავრებულთა ასოციაციის (EPAG) პრეზიდენტი ლევან ნანობაშვილი და სხვადასხვა საერთაშორისო სასწავლო პროგრამების მონაწილეები.

სტუდენტებს დეტალურად მიეწოდათ ინფორმაცია საქართველოში არსებულ წამყვან საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტებში მონაწილეობის მისაღებად.