085

2019-12-06

საჯარო დისკუსია: ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება“

ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეულის ფარგლებში თბილისის ღია უნივერსიტეტში 5 დეკემბერს ჩატარდა საჯარო დისკუსია თემაზე: ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება“.

საჯარო დისკუსიას უძღვებოდა არასამთავრობო ორგანიზაციის ,,ინოვაციებისა და რეფორების“ ცენტრის დირექტორი გიორგი გაბრიელაშვილი.

კვირეულის ფარგლებში ჩართულია 15 უნივერსიტეტი და მისი მიზანია სტუდენტებში ადამიანის უფლებების პრობლემური საკითხების შესახებ ცოდნის გავრცელება და უნივერსიტეტების თანამშრომლობის გზით ადამიანის უფლებების სამართლის შესახებ იდეათა და მოსაზრებათა აქტიური ურთიერთგაცვლა.