085

2019-06-19

საჯარო ლექცია ,,არჩევნები აშშ და საქართველო, შედარებითი ანალიზი"

18 ივნისს, თბილისის ღია უნივერსიტეტში აშშ პიტსბურგის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორმა, ბატონმა ვასილ რუხაძემ ჩაატარა საჯარო ლექცია, სახელწოდებით - ,,არჩევნები აშშ და საქართველო, შედარებითი ანალიზი". 

ღონისძიების მნიშვნელოვანი ნაწილი მრგვალი მაგიდის პრინციპითა და ინტერაქტიული სახით განხორციელდა, რომელსაც ესწრებოდნენ სტუდენტები, როგორც ადგილობრივი, ასევე, სხვადასხვა ქართული სასწავლებლიდან.

ახალგაზრდებმა დიდი ინტერესი გამოხატეს არჩევნების მიმართულებით აშშ-სა და საქართველოს შორის მსგავსება-განსხვავებებთან დაკავშირებით.

ბატონმა ვასილ რუხაძემ დამსწრე საზოგადოებას კვალიფიციური, ალტერნატიული და მდიდარი ცოდნა გაუზიარა ამ ორი ქვეყნისათვის სასიცოცხლო და საკვანძო საკითხების შესახებ.